წესები და პირობები


1) ავტომობილის  ტარების  გამოცდილება  არანაკლებ სამი წლისა;

2) ასაკი: მინიმუმ  21  მაქსიმუმ 75 წელი,  მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება;

3) ავტომობილის  მართვის  მოწმობა  და  პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

4) ავტომობილის  დაქირავების  მინიმალური  ვადაა 1 დღე;

5) დამქირავებელმა ავტომობილის დაქირავების შემთხვევაში წინასწარ სრულად უნდა დაფაროს  ხელშეკრულებით  განსაზღვრული  თანხა და დაზღვევის საგარანტიო  100 აშშ  დოლარის  ოდენობით  ექვივალენტი  ლარებში, რომელიც  დამქირავებელს  დაუბრუნდება  უკან  ავტომობილით სარგებლობის   შემდგომ,  თუ  ადგილი  არ  ექნება  ტრანსპორტის  დაზიანების  შემთხვევას;

6) ავტომობილის  გაცემამდე  ხორციელდება  კომპანიის  წარმომადგენლისა  და  დამქირავებლის  მიერ  ავტომობილის  ვიზუალური  დათვალიერება, რის  შემდეგაც  დამქირავებელს  გადაეცემა  ხელშეკრულებადა  ავტომობილის  მიღება-ჩაბარების  აქტი;

7) კომპანია  გადასცემს  დამქირავებელს  ავტომობილს  გარეცხილ  მდგომარეობაში;

8) შპს „Geocarrental“ის  ავტომობილები დაზღვეულია საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებში

9) ავტოსაგზაო  შემთხვევისას, ავტომობილის მექანიკური თუ სხვა დაზიანების დროს დამქირავებელი ვალდებულია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია და დააფიქსიროს  შემთხვევა,  აგრეთვე  დაუკავშირდე  სშპს „Geocarrental“-ს ტელეფონზე: +995598-27-22-27  და აცნობოს  ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ, წინააღმდეგ  შემთხვევაში  სადაზღვევო  კომპანია  იხსნის  ყველანაირ  ვალდებულებას  თანხის  ანაზღაურებაზე  და  მთელი  პასუხისმგებლობა  ეკისრება  დამქირავებელს;

10) ავტომობილის  დაბრუნება  ხორციელდება  კომპანიის  წარმომადგენლისა  და  დამქირავებლის  მიერ  ერთობლივად  ავტომობილის  საბოლოო  ვიზუალური  დათვალიერების  შემდგომ,  დამქირავებელი  ვალდებულია  შპს „Geocarrental“-ს  დაუბრუნოს  ავტომობილი  გარეცხილ  მდგომარეობაში, იმ  შემთხვევაში  თუ  ავტომობილს  აღმოაჩნდა  რაიმე  ხარვეზი, რომელიც  არ  იყო  დაფიქსირებული  წინასწარი  ვიზუალური  დათვალიერებისას  და  ამის  შესახებ  არ  ეცნობაშპს „Geocarrental“-ის  ან სადაზღვევოკო  მპანიის  წარმომადგენელს, დამქირავებელი  პასუხისმგებელია  აღმოფხვრას  ხარვეზი  საკუთარი  ხარჯით;

11) საპატრულო   პოლიციის  დამადასტურებელი  ოქმის  წარმოუდგენლობის  შემთხვევაში, ავტომობილის  არაფხიზელ  ან  ნარკოტიკული  ნივთიერებების  ზემოქმედების  ქვეშ  ყოფნის  დროს  ავტოსაგზაო  თუ  სხვა  დაზიანების  შემთხვევისას  დამქირავებელი  იღებს  პასუხისმგებლობას  სრულად  აუნაზღაუროს  კომპანიას  მიყენებულიზარალი;

12) დაზღვევა  არ  ანაზღაურებს  ავტომობილის  სავალინაწილის, ძრავის, გადაცემათა  კოლოფისა  და  ხიდების  დაზიანებას,  თუ  დაზიანება  გამოწვეულია  მძღოლის  დაუდევრობის  გამო;

13) ავტომობილის  სრული  დაზიანების  შემთხვევაში, დამქირავებელი  უნაზღაურებს  კომპანიას  მხოლოდ  სადაზღვევო  ფრანშიზას 500 დან 1000  აშშ  დოლარის ოდენობით  ექვივალენტს  ლარებში;

14) ავტომობილის  დაქირავების  სტანდარტული  ერთი  დღის  ფასიგ  ანისაზღვრება 24 საათით, თუ დამქირავებელი  გადააცილებს  ავტომობილის  დაბრუნებას 2 საათით,  დამქირავებელი  ვალდებული  ადაუფაროს  კომპანიას  მომდევნო  დღის  ქირის  საფასური;

15) შპს „Geocarrental“-ში  გადახდა  ხორციელდება  ნაღდი და უნაღდოა  ნგარიშსწორებით, მიიღება  PayPal,  Visa, MasterCard, American Express-ის  პლასტიკური  ბარათები, ანგარიშსწორება  წარმოებს  ეროვნულ  ვალუტაში.